დილა…

- გაიღვიძე…
ვიშმუშნები… და თვალს ძლივს ვახელ…
- ხო ავდგები ეხლა…როგორ ხარ?
- რავი ნორმ შენ?
- რავი უნდა გავიღვიძო ჯერ რომ მიხვდე… რომელი საათია? ასე ადრე რამ მოგიყვანა რამე ხდება?
- არაფერი just… აუ რა სულ ბარდაგი გაქ სახლში?
- აჰაა
- არ გინდა დაგილაგო?
- არა, ყავა ამიდუღე რა…
- კარებს რატომ არასდროს არ კეტავ?
- რავი მავიწყდება ხოლმე
- დურა ნუ!
ის გადის სამზარეულოსკენ,შარვალს ვიცმევ და ვდგები.. ლოჯში მაგიდასთან ვჯდები და სიგარეტს ვუკიდებ…
- აუ შაქარი არ გაქ?
- არ ვიცი.. სახარინი უნდა იდოს სადმე და ის უქენი..
- აჰა შენ შენი ყავა…მოფხიზლდი ცოტა და მომიყევი რ ხდება შენსკენ?ბევრი დრო არ მაქ ხო იცი…
- ხო შენ სულ გარბიხარ… რავი ვსო პა სტარინკამუ ნიჩივო პრიმიჩაწელნოგო…
ფანქარს ვიღებ ხელში და თაბახზე უაზრო ხაზებს ვუსვემ…რომ დუმილით გამოწვეული დისიკომფორტი მოვკლა…
- იცი მომენატრე…
- ვხვდები … აბა ისე რა მოგიყვანდა ამ ჯურღმულში :D
- ახალი ნახატები არ გინდა მაჩვენო?
- არაფერი დამიხატია..
- რატომ? მუზები წავიდნენ?
- არა… ვერ ვხედავ ვერაფერს და აბა რა დავხატო…
- ჟალ… მიყვარს შენი ნახატები…
- ვიცი…
ისევ დუმილი… სიგარეტი… და უაზრო ხაზები ფურცელზე…
- კარგი მე წავალ…
- ok…
- მოდი მაკოცე…
მეც ვკოცნი თითქოს არაფერს ვგრძნობ… ის დგება და მიდის კარებთან ვაჩერებ…
- იცი მოგატყუე … მოგატყუე რომ ვერაფერს ვხედავ… ვხედავ, უფრო სწორად მარტო შენ გხედავ…სულ მუდამ შენ სახეს ვხედავ და მიტრიალებ თავში …. მაგრამ არ გხატავ…
- რატომ არ მხატავ?
- იმიტომ რომ ჩემი ნახატები მიყვარდება…

Posted in Uncategorized. 1 Comment »

copyright problems: Getting the Network the World, by Lawrence Lessig

ძალიან საინტერესო და სრულიად ახალი მიდგომა ინტელექტუალური სამართლის მიმართ მისი პრობლემების და ხარვეზების შესახებ

http://a.blip.tv/api.swf#lG326zUC

ოდესმე….

ოდესმე ალბათ ისევ ამიჩქარდება გული… შენს მოლოდინში… ალბათ ისევ ვინერვიულებ ასე შეხვედრამდე… ალბათ ისევ ისე გიჟურად გაკოცებ… და მთელ კოცნაში ჩავატევ ჩემს მონატრებას… ოდესმე ალბათ ისევ გავისეირნებ შენთან ერთად ბულვარში… ისევ მომინდება შენი კოცნა სეირნობისას მაგრამ ,მომერიდება… ოდისმე ისევ მოვხვდებით ზღვსათან კოტკტეილით ხელში… ოდესმე ალბათ კიდევ მიმკითხავებ ყავაზე ბარში… და ისევ მეტყვი, რომ წრეზე დავდივარ… ოდესმე ალბათ ისევ ვიქნებით მარტონი მე შენ და ზღვა… ისევ ვიქნები ბედნიერი შენით… ოდესმე ალბათ… ისევ მომენატრება შენი მესიჯები… ისევ ავიღებ ტელეფონს შენი მესიჯის მოლოდინში… ოდესმე ალბათ გასწავლი ველოსიპედის ტარებას ბ.. ოდესმე ალბათ გვექნება წვიმაში ჩემი მანქანის კაპოტზე სექსი…ოდესმე ალბათ ისევ გამიღემებ, ჩამეხუტები, მომეფერები… ოდესმე ალბათ ისევ მომასმენინებ შენს კრუტუნს, ისევ მოვისმენ შენს ხმას… შენ ამოხვნეშებას, უცნაურ მზერას რომელიც სულ მაბნევს, შენს სითბოს სიახლოვეს… შენს სურნელით ავივისები დავიმუხტები და ისევ მომინდება შენთან სიგიჟეების კეთება… ოდისმე ისევ შემიყვარდება შენზე ოცნება … ოდესმე ალბათ ერთად ვიქნები… ერთად გავატარებთ ერთ კვირას ბათუმში ზღვაზე… მხოლოდ მე და შენ… ალბათ ოდესმე ვიქნებით ერთად… ალბათ ოდესმე მარტო ჩემი იქნები… არასდროს დავხედავ საათს და დროის სიჩქარეს ვერ ვიგრძნობ … არასდროს არ წახვალ ჩემგან არ გაიქცევი … ალბათ ოდესმე ერთად გავიღვიძებთ… ოდესმე ალბათ ვისეირნებთ წვიმაში… ისევ ვნახავ შენს სისველისგან ამობურცულ კერტებს… ალბათ ისევ მომეხუტები… ალბათ ოდესმე უმისამართოდ, უდარდელად ვისეირნებთ… ალბათ ოდესმე ისევ მეყვარები…
ოდესმე ვიქნებით ერთად… ამ ცხოვრებეაში თუ იმაში
ოდესმე იქნები ჩემი…
არ მჯერა იმ ცხოვრების მაგრამ ვიცი რომ ქუდიანები ამაში არ მოგვეშვებიან…
ოდესმე…
მე მოვალ …
და წაგიყვან …
ჩემთან…
ჩემს ოცნებაში წაგიყვან და აღარ გაგიშვებ…
სამწუხარდო ღმერთებმა სხვადსხვა პლანეტური ბილიკებები დაგვიბედეს…
და ამ ცხოვრებაში გადაკვეთის საშუალებას არ მოგვცემენ…
ოდესმე ერთად დავუპირისპირდებით ღმერთებს …
და ოდესმე აღარ იქნება ოდესმე…

:P

Posted in Uncategorized. Leave a Comment »

:))))

Posted in Uncategorized. Leave a Comment »

:P

Posted in Uncategorized. Leave a Comment »

:)))

Posted in Uncategorized. Leave a Comment »

Posted in Uncategorized. Leave a Comment »

Че те надо?

 

მე ხომ პირდაპირი  უნდა ჩამიდონ თავში :D

Posted in Uncategorized. Leave a Comment »

ნინ…

ჩვენ კი ღმერთებმა სხვადასხვა პლანეტური ბლიკები დაგვიბედეს…..

ხო ზუსტად სხვადასხვა… ერთამენთისგან შორს მდგარი, განყენებული და გაყინული  … ყველაფერი მიდის და მოდის. არის ახალი სახეები, ახალი აღმაფრენები, ახალი გიჟობები,ახლი გატაცებები, გრძნობები, გათენებული ღამეები … ახლი კოცნები, ჩახუტებები მაგრამ ყველაფერი მიდის, ყველაფერი უფერულდება შენს თვალებთან … ღრმა ლაჟვარდოვნა ზღვის ფერის თვალებთან

რა ვქნა

ვერ მოგიკლავ მოღალატევ მაგ ნაფერებ ქმარს. ..

ყოველთვის დარჩება ერთი გათენებული ღამე… ერთი კოცნა, ერთი ჩახუტება

ჩემი ნინო და ცა…

ჩემი ოცნება … ჩემი ყველაფერი და არაფერი…

არასოდეს დამავიწყდები… ვერასოდეს შევეგუები უშენობას და იმას რომ შენ სხვისი ხარ…

დღემდე მიჩქარდება გული…

რომელიც არავის ეკუთვნის შენს გარდა…

რომელიც გაჩუქე…

მენატრება.. შენი ნაზი ხმა შენი უძირო თვალები… მნეატრება შენი ღიმილი

უმანკო და ბედნიერი

და შემიყვარდა შენზე ოცნება

და მხოლოდ ოცნება დამრჩა

ოცნება შენზე, ოცნება ჩვენზე, ოცნებაზე იმაზე რომ ის ღამე არასდროს გათენედება და ვიქნებით ერთად ჩემს აივანზე მხოლოდ მე და შენ … და მთვარე … მთვარე რომელიც არასდროს ჩავა .. დილა რომელიც არასდროს გათენდება…  ოცონება რომელიც ყოველთვის ოცნებად დარჩება…

Follow

Get every new post delivered to your Inbox.