ხო მინდა რო იცოდე რომ მიყვარხარ… მაგრამ ისიც მიყვარს… მე ღმერთებმა რთული გზა დამიბედეს, ძალზე რთული ორი ადამიანზე გამვალი, მუდამ მშფოთვარე და მოუსვენარი, არეული და მწუხარე.მინდა იცოდე რომ უშენოდ არსებობა არ შემიძლია. შენს გარეშე უკვე ვეღარ ვარსებობ შენ ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდი. ყველაზე გაჭირვებულს, ყველაზე სნეულს მხოლოდ შენ იპოვე წამალი, მხოლოდ შენ იყავი ჩემი მკურნალი. მე ბედნიერი ვარ,ბედნიერი ვარ შენთან, მაგრამ ხანდახან უბედურიც ვარ და შენ არ ძალგის ამის შეცვლა.რადგან ჩემი ტკივილი სხვისგან მოდის….მენატრება ხოლმე…. მინდა მის სახის ცქერა… მისი ტუჩებით ტკბობა… მის უძირო ტვალებში ჩაძირვა… ის მინდა…რატო.. რატომ მერგო ასეთი ცხოვრების ბილიკი… რატომ უნდა ვიტანჯო ორი ქალის სიყვარულით… ორი სიყვარული… ორი გული…რატომ უნდა მინდებოდეს სხვა ქალის სახე როცა შენ მყავხარ… ძნელია გიყვარდეს…. და უფრო ძნელია გიყვარდეს ორი…მიყვარხართ… შენ გესმის ჩემი მას არ ესმის და ვერც ვერასოდეს გაიგებს… იქნებ ბევრს ვითხოვ… მაგრამ ყველა იმას ითხოვს რაც არ აქვს… მე მინდა ორი ქალი… ორივეს სიყვარული მინდა… ორი გული მინდა… ეჰ ძნელია თურმე… გიყვარდეთ რა…
February 9, 2007 at 10:55 am
მეც მიყვარხარ ცუნც… მაგრამ არაფერი შემიძლია გავაკეთო იმისთვის რომ მასაც უყვარდე… მართალი ხარ, ის ვერასოდეს გაიგებს ამას… არ შეუძლია და იმიტომ….
მიყვარხარ…