ოდესმე ალბათ ისევ ამიჩქარდება გული… შენს მოლოდინში… ალბათ ისევ ვინერვიულებ ასე შეხვედრამდე… ალბათ ისევ ისე გიჟურად გაკოცებ… და მთელ კოცნაში ჩავატევ ჩემს მონატრებას… ოდესმე ალბათ ისევ გავისეირნებ შენთან ერთად ბულვარში… ისევ მომინდება შენი კოცნა სეირნობისას მაგრამ ,მომერიდება… ოდისმე ისევ მოვხვდებით ზღვსათან კოტკტეილით ხელში… ოდესმე ალბათ კიდევ მიმკითხავებ ყავაზე ბარში… და ისევ მეტყვი, რომ წრეზე დავდივარ… ოდესმე ალბათ ისევ ვიქნებით მარტონი მე შენ და ზღვა… ისევ ვიქნები ბედნიერი შენით… ოდესმე ალბათ… ისევ მომენატრება შენი მესიჯები… ისევ ავიღებ ტელეფონს შენი მესიჯის მოლოდინში… ოდესმე ალბათ გასწავლი ველოსიპედის ტარებას ბ.. ოდესმე ალბათ გვექნება წვიმაში ჩემი მანქანის კაპოტზე სექსი…ოდესმე ალბათ ისევ გამიღემებ, ჩამეხუტები, მომეფერები… ოდესმე ალბათ ისევ მომასმენინებ შენს კრუტუნს, ისევ მოვისმენ შენს ხმას… შენ ამოხვნეშებას, უცნაურ მზერას რომელიც სულ მაბნევს, შენს სითბოს სიახლოვეს… შენს სურნელით ავივისები დავიმუხტები და ისევ მომინდება შენთან სიგიჟეების კეთება… ოდისმე ისევ შემიყვარდება შენზე ოცნება … ოდესმე ალბათ ერთად ვიქნები… ერთად გავატარებთ ერთ კვირას ბათუმში ზღვაზე… მხოლოდ მე და შენ… ალბათ ოდესმე ვიქნებით ერთად… ალბათ ოდესმე მარტო ჩემი იქნები… არასდროს დავხედავ საათს და დროის სიჩქარეს ვერ ვიგრძნობ … არასდროს არ წახვალ ჩემგან არ გაიქცევი … ალბათ ოდესმე ერთად გავიღვიძებთ… ოდესმე ალბათ ვისეირნებთ წვიმაში… ისევ ვნახავ შენს სისველისგან ამობურცულ კერტებს… ალბათ ისევ მომეხუტები… ალბათ ოდესმე უმისამართოდ, უდარდელად ვისეირნებთ… ალბათ ოდესმე ისევ მეყვარები…
ოდესმე ვიქნებით ერთად… ამ ცხოვრებეაში თუ იმაში
ოდესმე იქნები ჩემი…
არ მჯერა იმ ცხოვრების მაგრამ ვიცი რომ ქუდიანები ამაში არ მოგვეშვებიან…
ოდესმე…
მე მოვალ …
და წაგიყვან …
ჩემთან…
ჩემს ოცნებაში წაგიყვან და აღარ გაგიშვებ…
სამწუხარდო ღმერთებმა სხვადსხვა პლანეტური ბილიკებები დაგვიბედეს…
და ამ ცხოვრებაში გადაკვეთის საშუალებას არ მოგვცემენ…
ოდესმე ერთად დავუპირისპირდებით ღმერთებს …
და ოდესმე აღარ იქნება ოდესმე…
September 19, 2011 at 8:59 pm
სპაზმი. და ბლოგპოსტი რომ აკრძალულ წერილს გავს, შენს სიმთვრალეს დავაბრალოთ თუ?