დილა…

- გაიღვიძე…
ვიშმუშნები… და თვალს ძლივს ვახელ…
- ხო ავდგები ეხლა…როგორ ხარ?
- რავი ნორმ შენ?
- რავი უნდა გავიღვიძო ჯერ რომ მიხვდე… რომელი საათია? ასე ადრე რამ მოგიყვანა რამე ხდება?
- არაფერი just… აუ რა სულ ბარდაგი გაქ სახლში?
- აჰაა
- არ გინდა დაგილაგო?
- არა, ყავა ამიდუღე რა…
- კარებს რატომ არასდროს არ კეტავ?
- რავი მავიწყდება ხოლმე
- დურა ნუ!
ის გადის სამზარეულოსკენ,შარვალს ვიცმევ და ვდგები.. ლოჯში მაგიდასთან ვჯდები და სიგარეტს ვუკიდებ…
- აუ შაქარი არ გაქ?
- არ ვიცი.. სახარინი უნდა იდოს სადმე და ის უქენი..
- აჰა შენ შენი ყავა…მოფხიზლდი ცოტა და მომიყევი რ ხდება შენსკენ?ბევრი დრო არ მაქ ხო იცი…
- ხო შენ სულ გარბიხარ… რავი ვსო პა სტარინკამუ ნიჩივო პრიმიჩაწელნოგო…
ფანქარს ვიღებ ხელში და თაბახზე უაზრო ხაზებს ვუსვემ…რომ დუმილით გამოწვეული დისიკომფორტი მოვკლა…
- იცი მომენატრე…
- ვხვდები … აბა ისე რა მოგიყვანდა ამ ჯურღმულში :D
- ახალი ნახატები არ გინდა მაჩვენო?
- არაფერი დამიხატია..
- რატომ? მუზები წავიდნენ?
- არა… ვერ ვხედავ ვერაფერს და აბა რა დავხატო…
- ჟალ… მიყვარს შენი ნახატები…
- ვიცი…
ისევ დუმილი… სიგარეტი… და უაზრო ხაზები ფურცელზე…
- კარგი მე წავალ…
- ok…
- მოდი მაკოცე…
მეც ვკოცნი თითქოს არაფერს ვგრძნობ… ის დგება და მიდის კარებთან ვაჩერებ…
- იცი მოგატყუე … მოგატყუე რომ ვერაფერს ვხედავ… ვხედავ, უფრო სწორად მარტო შენ გხედავ…სულ მუდამ შენ სახეს ვხედავ და მიტრიალებ თავში …. მაგრამ არ გხატავ…
- რატომ არ მხატავ?
- იმიტომ რომ ჩემი ნახატები მიყვარდება…

Advertisement
Posted in Uncategorized. 1 Comment »

One Response to “დილა…”


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.