ნინ…

ჩვენ კი ღმერთებმა სხვადასხვა პლანეტური ბლიკები დაგვიბედეს…..

ხო ზუსტად სხვადასხვა… ერთამენთისგან შორს მდგარი, განყენებული და გაყინული  … ყველაფერი მიდის და მოდის. არის ახალი სახეები, ახალი აღმაფრენები, ახალი გიჟობები,ახლი გატაცებები, გრძნობები, გათენებული ღამეები … ახლი კოცნები, ჩახუტებები მაგრამ ყველაფერი მიდის, ყველაფერი უფერულდება შენს თვალებთან … ღრმა ლაჟვარდოვნა ზღვის ფერის თვალებთან

რა ვქნა

ვერ მოგიკლავ მოღალატევ მაგ ნაფერებ ქმარს. ..

ყოველთვის დარჩება ერთი გათენებული ღამე… ერთი კოცნა, ერთი ჩახუტება

ჩემი ნინო და ცა…

ჩემი ოცნება … ჩემი ყველაფერი და არაფერი…

არასოდეს დამავიწყდები… ვერასოდეს შევეგუები უშენობას და იმას რომ შენ სხვისი ხარ…

დღემდე მიჩქარდება გული…

რომელიც არავის ეკუთვნის შენს გარდა…

რომელიც გაჩუქე…

მენატრება.. შენი ნაზი ხმა შენი უძირო თვალები… მნეატრება შენი ღიმილი

უმანკო და ბედნიერი

და შემიყვარდა შენზე ოცნება

და მხოლოდ ოცნება დამრჩა

ოცნება შენზე, ოცნება ჩვენზე, ოცნებაზე იმაზე რომ ის ღამე არასდროს გათენედება და ვიქნებით ერთად ჩემს აივანზე მხოლოდ მე და შენ … და მთვარე … მთვარე რომელიც არასდროს ჩავა .. დილა რომელიც არასდროს გათენდება…  ოცონება რომელიც ყოველთვის ოცნებად დარჩება…

one month

search and you will find there is no reason
I can’t convince myself to let you go
I never promised you it would be easy
it seems to me that nothing’s fair in love

since you’ve been gone
baby you’ve been on my mind
since you’ve been gone, how can I go on
since you’ve been out of my life

Но все когда-нибудь кончается…

ყველაფერი უფერულდება, კვდება და კარგავს მიმზიდველობას, აღმაფრენას, თრთოლვას , სილამაზეს… და ბჟჟებს… არ ვიცი ბევრი რაღაც მაქვს სათქმელი და ვერაფერს ვამბობ… ალბათ ჯობია რაღაც მაშინ დამთავრდეს როცა ლამაზია და კარგია, განსაკუთრებით ურთიერთობა… მაშინ როცა არ გწყდება არაფერზე გული … არ გტკივა არაფერი, არ გაბრაზებს … მხოლოდ დადებითი ემოციით ხარ დამუხტული ჯერ კიდევ  გიხარია … ხო ალბათ ასე ჯობია დამთავრება. ალბათ ჯობია მაშინ დაამთავრო როცა თამამად შეგიძლია თქვა.. წამო შეჩერდი, მე ბედნიერი ვარ… მაშინ როცა ჯერ კიდევ  მონუსხული თვალებით გიყურებენ… მაშინ როცა ჯერ კიდევ კოცნაზე გული უჩქარდებათ…  მაშინ როცა…  გაღმებული სახით გახსენდება განვლილი წამები.. მაშინ როცა გაღიმებული სახით ისმენ მის სულოლბას… მაშინ როცა გიჟურად გინდა…

ზოგი ურთიერთობას წლები აგრძელებ… ზოგს დღეები… ზოგსე თვეები… ხო მქონია ცხოვრებაში სვით დისემბერი… წლების წინ.. მერე ბედნიერი წლები… უზომოდ ბედნიერი… და ეხლა სვით ჯულაი მქონდა… ყველაფერი ჯულაიმდე დიდი ხნით ადრე დაიწყო… ულაითესი ფლირტით რომელიც 7 თვე გაგრაძელდა… ალბათ 7 თვე ფლირტის მერე ჯასთ სექსი შეუძლებელია … ჯასთ სექსმა ამოყარა ყველაფერი… თავდაყირა დაყენაა გეგმები, ჩვევები, მისიწრაფებები… და 18 წლის ღლაპივით შევტოპე … შევტოპე ისევ ბჟჟებში ისევ უწი პუწიში და ისევ ახალგაზრდობაში… და იმ დავიწყებულ სამყაროში რომელიც  ასე ტკვბილია… თან ორივემ… რატომ შევტოპეთ … ალბათ იმიტომ რომ ერთმანეთს იმას ვაძლევდით რაც გვჭირდებოდა… ორივეს გვჭირდებოდა სიიჟებით გაზავებული სინაზე… იმას ზრუნვა, მე ის რომ მეზრუნა … იმას იმის შეგრძენბა რომ არა გავეკიდებოდი,  მე კიდე იმის შეგრძნება რომ გაიქცეოდა… და მივიღეთ ეს ყველაფერი ერთმანეთისგან…

მომენატრება? მოვენატრები? მე ის დრო მომენატრება ის წამები და წუთები… იმასაც მოენატრება… დრო ყველაფერს კურნავსო ამბობენ, მაგრამ ცდებიან. დრო არაფერს არ კურნავს… დრო ტკივილგამყუჩებელივთაა… უბრალოდ გაჩვევს  … და აღარ გიჭირს…

დიახ დავამთავრე ეს ყველაფერი და წინ ვიყურები… ბედნიერად … მშვიდად და კმაყოფილებით.. კმაყოფილი იმიტომ რომ ბედნიერი ვიყავი და ბედნიერად ვაგრძნობინე თავი… კმაყოფილ იმით რომ ყოველთვის ვემახსოვრები… ყოველთვის კარგად გაახსენდება ოთო…  ყოველთვის როცა თავის ცხოვრებას გადახედავს სხვა ყველაფერთან ერთად გაახსენდება ორი თვე რომელიც ლამაზად და ბედნიერად გაატარა…

მე კი…  ჯერ არასდროს არ დამითავრებია ასე ლამაზად არაფერი… არ მენანება არ წერთი წამი… არწერთი წუთი რომელიც მასთან გავატარე … ბედნიერი ვარ იმით რომ მქონდა ეს ყველაფერი… მყავდა ის …  მიხარია და  მისწორდება ყველაფერი ის რაც ამ ორი თვის განმავლობაში მქონდა… ბედნიერი ვარ ყველა იმ წამით … იმ კოცნით … იმ ჩახუტებით… იმ ღიმილით … იმ დაყრდნობით… იმ სიცილით… იმ საყვარლად ამოხვნეშებით …. იმ კივილით რომელიც მე მასში გამოვიწვიე… ბედნიერი ვარ იმით რომ მყავდა ის… ბედნიერი ვარ იმით, რომ ყველთვის ვემახსოვრები ..  იმით რომ ბევრი მავნე ჩვევა ავკიდე.. ბედნიერი ვარ იმით რომ რაღაცეები ჩემს თავს გაახსენებს… რაღაცის მოსმენისას  მე გავახსენდები..  ბედნიერი ვარ იმით, რომ ყველაფერი ასე ლამაზად დასრაულდა…

ყველა ადამიანს აქვს ბედნიერების უფლება… მაგრამ ზოგჯერ ადამიანები ვერ არიან ისე ძლიერები რომ მიიღონ თავიანთი ბედნიერება…  ზოგჯერ ბედნიერება სულ რამოდენიმე წამი გრძელდება  და უფრო ძლიერი და დაუვიწყარია ვიდრე წლების განმავლობაში მონოტონურად გაგრძელებული ბედნიერება. ზოგჯერ კი გარემო პირობების გამო მაშინ მთავრდება ყველაფერი როცა ყველაფერი იმაზე უკეთესი უნდა იყოს ვიდრე აქმადე იყო…

ყველაფერი მთავრდება …

მთავრდებით ჩვენც…  და ის ბედნიერი წამებიც…

სიხარულო

მომენატრე ცუნც… ძალიან მომენატრე… ისეთი მომენატრე როგორიც ადრე იყავი… ზოგჯერ ისე ძალიან მიყვარხარ რომ მიჭირს აღქმა… ძალიან შევიცვალე მე… შენც ხედავ ამას… მე თვითონ მიტყდება ის რომ ასეთი გავხდი.რა ვქნა ყველაფერი მეზარება, არაფრის თავი და ხალისი არ მაქვს. დავბერდი ხო გრძნობ… ახდალგაზრდობა დავკარგე, მაგრამ შენი სიყვარული კვლავაც უცვლელია…ბევრს ცდილობ შენ რომ ეს სიყვარული მოკლა ჩემში, მაგარამ არაფერი გამოგდის ხო ხედავ, ბევრმა რაღაცამ მატკინა გული მაგარამ რა გახდი ესეთი არ ვიცი მე მცირედს არ ვპატიობდი არავის მაგრამ შენ ყველაფერს გპატიობ უბრალოდ არ შემიძლია რომ არ გაპატიო, იმიტომ ალბათ რომ უშენობა არ შემიძლია… ჩემითვის წარმოუდგენელია დილა რომელიც უშენოდ გათენდება…წარმოუდგენელია შენი ბუზღუნის არ გაგება… წარმოუდგენელია უშენობა….

გახსოვს რო გითხარი შენი სული კი მიყვარს შენ სახეზე უფრო მეტად თქო… მაშინ ეს მხოლოდ ჩემი სურვილი იყო რომელიც დღეს რეალობაა…

მენატერები ცუნც… და მიყვარხარ…მაინც მიყარხარ:)

კვლავაც მინდა ჩემი დარჩენილი ცხოვრება შენს გვერდით გავატარო… და ძალიან გთხოვ ეს სურვილი ამისრულე…

მოწყენილი

ხო მინდა რო იცოდე რომ მიყვარხარ… მაგრამ ისიც მიყვარს… მე ღმერთებმა რთული გზა დამიბედეს, ძალზე რთული ორი ადამიანზე გამვალი, მუდამ მშფოთვარე  და მოუსვენარი, არეული და  მწუხარე.მინდა იცოდე რომ უშენოდ არსებობა არ შემიძლია. შენს გარეშე უკვე ვეღარ ვარსებობ შენ ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდი. ყველაზე გაჭირვებულს, ყველაზე სნეულს მხოლოდ შენ იპოვე წამალი, მხოლოდ შენ იყავი ჩემი მკურნალი. მე ბედნიერი ვარ,ბედნიერი ვარ შენთან, მაგრამ ხანდახან უბედურიც ვარ და შენ არ ძალგის ამის შეცვლა.რადგან ჩემი ტკივილი სხვისგან მოდის….მენატრება ხოლმე…. მინდა მის სახის ცქერა… მისი ტუჩებით ტკბობა… მის უძირო ტვალებში ჩაძირვა… ის მინდა…რატო.. რატომ მერგო ასეთი ცხოვრების ბილიკი… რატომ უნდა ვიტანჯო ორი ქალის სიყვარულით… ორი სიყვარული… ორი გული…რატომ უნდა მინდებოდეს სხვა ქალის სახე როცა შენ მყავხარ…  ძნელია გიყვარდეს…. და უფრო ძნელია გიყვარდეს ორი…მიყვარხართ… შენ გესმის ჩემი მას არ ესმის და ვერც ვერასოდეს გაიგებს… იქნებ ბევრს ვითხოვ… მაგრამ ყველა იმას ითხოვს რაც არ აქვს…  მე მინდა ორი ქალი… ორივეს სიყვარული მინდა… ორი გული მინდა… ეჰ ძნელია თურმე… გიყვარდეთ რა…

Follow

Get every new post delivered to your Inbox.