Time to finish

ხო როცა ადამიანი რაღაცას მიეჩვევა… არა მიეჩვევა არა აი როდესაც ადამიანს აქვს რაღაც.. და აქვს არ იმიტომ რომ ძალიან გაუმართლა… ან მიდიოდა და გზაში დაეცა არამედ იმიტომ რომ ბევრი ჩადო და მუდმივად ამ ჩადების პროცეშია მოკლედ ვკალივაეტ რომ ის რაც აქვს ქონდეს… ხოდა ამ ვკალივაეტის რაღაც ეტაპზე როცა თვითონ კი ვკალივაეტ მაგრამ უკან იმდენი არ უბრუნდება ან ის არ უბრუნდება რაც ქონდა… ეე მაშინ უნდა შეეშვა ამ რაღაცაში შრომის და ყურადღების და სიყვარულის ჩადებას რადგან რენტაბელური არ არის… კი ყველა ადამიანი ეშვეება საბოლოოდ ინვესტიცებს როცა უკან არაფერს იღებს მაგრამ მხოლოდ ტოტალური ნოლი ამონაგების მერე… იმიტომ რომ ბალანსი როცააა  ცოტაზეა დარღვეული და მისი ასე ვთქვათ ინვესტიციას რაღაც პატარა ამონაგები მაინც აქვს ყველა ადამიანი ეკიდება ამ პატარა ამონაგებს და ჰგონა რომ თუ იშრომებს თუ ილაპარაკებს  იმოქმედებს შეიძლება ისევ დაიბრუნოს ბალანსი მაგრამ შეუძლებელია … ის რამაც დაღმა სვლა დაიწყო იმის გამოსწორება შეუძლებელია რაც არ უნდა ეცადო… შეიძლება მოკვლევადიანი შედეგი მიიღო მაგრამ ეს შედეგი უკვე ხელოვნურია და გრძელვადიან პერსპექტივაში არაფრის შანსი არ აქვს… ძნელია როცა დისბალნსს იგრძნობ და ეს შესამჩნევი გახდება ეგრევე შეწყვიტო ინვესტირება… ერთი რომ შეჩვეული ხარ მეორე რომ შენი შემოქმედებაა და გენანება ამდენი შენი შრომა და მესამე პატარა სიხარულები მოაქვს და ამ პატარ სიხარულების   ხავსს ეჭიდები…  არადა რეალურად არ ღირს იმიტომ რომ უკვე ფუჭი ინვესტირებაა… ამიტომ რეალურად ეგრევე უნდა მოხდეს ინვესტიციების ინექციები და შეეგუო აზრს რომ ეს საქმე მოგებიანი არ არის და მასზე ზედმეტი ხარჯის გაწევა უეჭველი ზარალია… ხოდა გამომდინარე აქედან მეც ჯობია მეტი ჩემი ზარალი აღარ გავზარდო და  შემოვიფარგლო იმით რაც მივიღე…  ტყვიულად მოლოდინებს იმედს და დაპირებებს აზრი არ აქვს ის რაც ტრაკისკენ წავიდა იმის უკან ქაჩვას აზრი არ აქვს … რაც არ უნდა ექაჩო ვერ ამოქაჩავ ამიტომაც… ჯობია შევეშვა და შევეგუო იმას რომ ყველაფერი დროებითია ამ ქვეყანაზა და იმას რაც მქონდა ვადა ამოეწურა და გათავდა… ძნელი იქნება მაგრამ არა შეუძლებელი… ამიტომაც საიდანღაც უნდა დაიწყო ამ ყველაფრის დამთავრება და მშვენიერი იქნება თუ ეს პოსტი ამაში მაინც გამოდგება…

Posted in Uncategorized. Leave a Comment »

მოძალადე მე

მოკლედ, გუშინ ძალიან საშინელ საცობში ვიყავი მარჯვენ სანაპიროზე, ხოდა ამ გაჭედილობის დროს სიგარეტს მოვუკიდე მანქნაში და ფნაჯარა ჩავწიე, უცებ ორი ტიპი ასე ერთი 55- 60 წლის ორი კაცი იყო მარშუტკას ელოდებოდნენ ალბათ,  აშკარად სამსახურიდან გამოსული ორი თანმშრომელი იყო. და უცებ ნუ საუბარი კიარადა და ხმამაღლა წარმოთქმულა უცნაურმა გინებამ მიიპყრო ჩემი ყურადღება,

ეგეთს ათჯერ მოვუტყნავდი დედას, არ ვაცოცხლებ…

და ამ დროს მეორე მეუბენბა ხო ეგრე ყოფილა ეგ ამბავი… აბა რას იზამდი ცოლი რომ ეგრე იზამსო..

.შემდეგ მოკლედ მეტი ვერაფერი ვერ გავიგონე და წინა მანქანაც დაიძრა და მეც მივყევი… საშინელი შეგრძნება დამეუფლა… აი მთელი ერი მზად არის იმისთვის რომ ადამიანი მოკლას… უფრო ზუსტად კი ცოლი მოკლას… საშინელი შეგრძნება და იმდეგაცრუება დაემეუფლა იმიტომ რომ ჩემი შვილი გოგოა და ამ ქვეყანაში უნდა იცხოვროს…

და დიდია შანსი ვიღაც ჯიგიტი დედამოტყნული შეხვდეს, რომელსაც შეუძლია ქალი იმიტომ მოკლას რომ მას აღარ უყვარს ან სხვა შუყვარდა … ან არ დაუჯერა ან ნასკები არ გახადა და აშ.

არადა რომ დავუკვირდი და დავფიქრდი… შეუძლებელია მოკლა ადამიანი რომელიც გიყვარს…რაც არ უნდა გააკეთოს მან…რაც არ უნდა გატკინოს და შეურაწყოფა მოგაყენოს…

კი შეიძლება ხელი გაარტყაა და ა.შ . მაგრამ მოკლა შეუძლებელია… საკუთარი გამოცდილებით ვამბობ ამას… დიახ მეც მიძალადია …ყოფილა ასეთი შავი ლაქები ჩემთანაც მაგრამ ის რომ მომეკლა შეუძლებელია… კი ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება ისე გამოგიყვანოს წყობილებიდან რომ თავი ვერ გააკონტროლო, შემოცხო, დააარტყა მაგრამ ადამიანი რომელიც გიყვარს იმას სიკვიდლისთვის ვერ გამიტებ, ფიზიკურად ვერ შეძლებ რომ გაიმეტო…

ხოდა მე ვფიქრობ პორბლემა არ მხოლოდ ჩვენს სიბნელეშია… არ მხოლოდ მამაკაცებში და პატრიარქალურ მიდგომებში და სტერეოტიპებშია…

პრობლემა მთელს ერშია, იმიტომ რომ უამრავი ქალი მოიძებნება ამ ქვეყანაში, რომელიც იტყვის რომ ათჯერე დედას მოუტყნავდა ეგეთ ცოლს… აგრესიული საზოგოდაოება ვართ საზოგადოება კაირადა ჯგრო ვართ გახრწნილი ხალხთა დიდი კრება, რომელთათვისაც რაღაც ჰიპოტეტიური  ღირსება რომელიც არ გვაქვს, მოგვეცა უცებ

და ამაში ახლანდელი ხელისფულების დიდი დამსახურებაა, რომ ეს ვითომ ღირსება აღვიდგინეთ და დღემდე ვიღდგენთ…

დიახ ღირსების აღდღენის და უაზრო ჩიჩინის შედეგია ის რაც ხდება ეხლა… იმ უაზრო ჩიჩინის და ლაყბობის და გაუათავებელი ისტერიკის გამოვლინებაა… ყველა იმ პოლიტიკოსის სინდისზე და ნამუსზეა ყველა იმ ქალის სიცოცხლე რომელიც ამ ბოლო ორი თუ მეტი წლის მანძილზე ქმრის ყოფილის თუ შეყვარებულის მსხვერპლი გახდა … პირდაპირი კავშირი აქვთ ამ მკვლელობებთან რადგან მათი გაუთავებელი მესიჯები და ზღაპრები ღირსების აღდგენის შესახებ ჩაჯდა საზოგადოების ცნობიერში თუ ქვეცნობიერში და ამ იდიოტმა ხალხმა დაგროვილი ღირსების აღდგენა დაიწყო თავის მიკრო სამყაროში და მისდგა ცოლებს თუ შეყვარებულებს …სწორედ ეს მიმაჩნია ამ გახშირებული მკვლელობების მიზეზად .ასეც ხდება ყველაფერი დაგროვდა ადამიანებში, (რომლებიც დიდი აზროვნების გასაქანით არ გამოირჩევიან )  სულ ქვეცნობეირში უტრიალებს ვიღაც ლუზერს რომ აი ღირსება აღვიდგინეთ რააღაცეები დავიბრუნეთ და ისიც ცდილობს თავისი ვითომ ღირსება ამ ფონზე ამ სახით და იმასთან ვისაც დაჩაგრავს და მოერევა იმასთან აღიდინოს…  ალბათ უტრირებაა  ეს, მაგრამ რაც საზოგადოებაში გლობალოურად ხდება ის ყოველთვის ჩამოდის ინდივიდების დონემდე და შედეგს კი ვხედავთ ყველანიკარგად….

საბოლოოდ კი იმ რამდენიმ ქალს მინდა ბოდიში მოვუხადო ვისზეც მიძალადია… მართლა განვიდცი ამ ფაქტს და ვწუხვარ რომ საკმარისად ძლიერი ვერ ავღმოჩნდი იმისთის რომ გაბრაზება და აგრესია ჩემში ჩამეტია…

Posted in Uncategorized. Leave a Comment »

fear of….

იცი უბრალოდ რომ შენია… და გეშინია მისი… იმიტომ რომ არასდროს გინახავს… არასდროს შეხებიხარ… არასდროს შეგიგრძვნია მისი სუნი… არასდროს დაგიჭერია მისი გამოხედვა… არასდროს შეგიხედავს მისთვის თვალებში… უბრალოდ იცი რომ იდეაში შენია… მიუხედავად იმისა რომ 7 წელია გასული… და თითქოს ბევრი დროა ბევრი რაღაც შეიცვალ,ა შენც შეიცვალე და ხვდები რომ ბერდები და დროა იზრუნო იმაზე რომ ბევრს უყვარდე რადგან ბოლოს ერთი-ორი მაინც შემოგრჩეს, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავდ   გეშინია მისი… პანიკურად და საშინლად ისე რომ უბრალოდ მისი ნიტოშტო ნახვის დანახვის შიში გაქვს..გეშინია იმის რომ შეიძლება იგრძნო რომ შენია და უფრო გეშინია იმის რომ შეგიყვარდეს… ხო სიყვარული საშიშია… ძალიან თან… სულ მეშინია ადამიანი არ შემიყვარდეს…  იმიტომ რომ ვსუსტდები მერე მის მიმართ… ხო სიყვარული სისუსტეა… იმიტომ რომ ხდები უფრო რბილი… უფრო მომთმენი… გიჩნდება პატიების გრძნობა თუ უნარი… გაქვს უნარი არ გაბრაზდე არ დაიგრუზო… გაატარო და მოითმინო და ეს სულაც არ მოქმედებს უარყოფითად შენზე… უნარი შეუნდო… და ყველაზე სასინელი გიჩნდება თანაგრძნობის უნარი… უნარი გაიზიარო სხვისი ტკივილი თითქოს შენი იყოს და იმის ტკივილი შენ გტკიოდეს… ერთი სიტყვით  სიყვარული არის დიდი სისუსტე… მე კიდე ვერ ვიტან როცა სუსტი ვარ… როცა არ ვარ ისეთი როგორიც მინდა … როცა შემიძლია ვაპატიო, გავუგო, შევუნდო, არ მეწყინოს და არ გავბრაზდე … არ  მინდა საკმარისია ის ვის მიმართაც ვარ ასე, დამატებები არ მჭირდება…ასე რომ არ ვნახავ და არც არარასდროს გამიჩნდება სურვილი ვნახო…  ალბათ გამიგებს… ან არ აქვს მნიშვნელობა რომ გამიგებს არასდროს გამიცნობს და არ ვეცოდინები ვერასდროს მიხვდება რომ მე მისთვის მხოლოდ იმიტომ არ ვარსებობ რომ  უბრალოდ შემეშინდა… მისი შემეშინდა…. იმის შემეშინდა რომ შემყვარებოდა და გავხმდარიყავი სუსტი… და ალბათ ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე იმაშია რომ პანიკურად მეშინია სისუსტის…

Posted in Uncategorized. Leave a Comment »

30 on the pitch

ხო… აუ ბლიად რამდენი ხანია არ განმიცდია ასეთი სიხარული…. მიყვარხარ იუვე… ჩემი პირველი და ამოუწურავი სიყვარულია იუვეს სიყვარული… სიყვარული რომლისთვისაც არასდროს მიღალატია…ყველაფერი 1996 წელს სტადიო ოლიმპიკოზე დაიწყო…მაშინ ვნახე პირველად იუვენტუსის თამაში როგორც ასეთი და შემიყვარდა… პირველივე ნახვით შემიყვარდა…საოცარი კლუბია იუვე… და საოცარია ყველაფერი რაც ხდება… საოცარია იყო იუვეს ფანი… აბა ვის წაგიგიათ ამდენი ფინალი… ვგუნდი რომელიც ფინალის გზაზე იმდენ ფინალს იგებს რომ ფინალისთვის თავი არ რჩება…:დ ძნელია ნახო შენი გუნდის… დაცემა… თან ასეთი დაცემა სერია ბ… მაგას კიდე რა უშავს… სიარ აში დაბრუნებული რომ საშინელებაა… ვერაფერს რომ ვერ აკეთებს და იმ გუნდის ნატამალსაც არ გავს შენ რომ გიყვარდა… მაგრამ ვერაფერს იზამ… ერთხელ გიყვარდება და მერე ადგილებს თამაშს და ხალხს არ აქვს მნიშვნელობა… უბრალოდ გიყვარს მიუხედავად იმისა რომ შეიძლება გიტყდებოდეს ეს… წელში გატეხლი დაუძლურებულიც კი შენთვის პირველია და მას ვერაფერი შეცვლის… მოკლედ საშინელი დრო გადავიტანეთ მე და იუვემ… მაგრამ რწმენა იმის რომ ყველაფერი დაბრუნდება ყოველთვის იყო… და აი მოულედნელად დაბრუნდა ყველაფერი… თამ ძალიან მაგრად.. აი ისე რომ არ ელოდები… აი არ ვიცი უკვე 16 წელია იუვეს ვქომაგობ და ასეთი დუხის გუნდი ჯერ არ გვყოლია… ასეთი იუვე არ მახსოვს… ხო არ ვართ ტოპ ვარსკვლავებით დახუნძლულები მაგრამ… მართლა ასეთი დუხი და ბრძოლისუნარიანობა… მე არ მახსოვს… ლიპის მეორედ დაბრუნებისას იყო დაახლოებით ესეთი მაგრამ ეს მაინც სხვა… იმიტომ რომ წაქცეულებამ… გამოავლინეს ეს დუხი… და დამსახურებულად გახდნენ ჩემპიონები…მადლობა იმისთვის რომ გუშინ მარტომ ხმა ჩახლეჩილმა მახტუნავე სახლში… მადლობა რომ მესამე ვარსკვლავი დაიმსახურე… მაგრამ ყველაზე დიდი მადლობა მ იმისთვის რომ ჩემი ყოველ კვირა საღამო ისევ ფეხბურთისაა… ისევ შენია… ისევ ნერვიულობაა… ხმის ჩაწყვეტამდე ღრიალი და გამრჯვებით გამოწვეული სიხარულია…

 

Posted in Uncategorized. Leave a Comment »

This fucking war

ოდესმე შეგყვარებიათ ვინმე? არა აი შეყვარებამდე… როცა იცნობ… და ნელ ნელა მოგწონს და გევასება… აი რაღაც საკაიფო მომენტებს  რომ იჭერ მასში და ნელნელა გიზიდავს… მერე უფრო უღრმავდები… და უფრო  ნაცნობი , შენნაირი… და  ეწებები… არა ეს არა რისი დაწერაც მინდა… უფრო სწორედ რაც გონებაში მიტრიალებს და რისი ამოთქმაც მინდა…   სიყვარულს მოპოვება უნდაო თავისით მზა მზარეული არავისთან არ მიდის… არ ხვდება ორი ადამიანი ერთმანეთს და ორივე მომენატალურად არ გრძნობს სიყვარულს… რაღაც ეტაპების და რაღაცეების ჩადება გჭირდება ადამიანში  და სიყვარულში რომ შუყარდე… მზამზარეული არავის არ მიდის… ხო მაგრამ არასდროს არავის სიყვარული არ მომიპოვებია… არასდროს არავისში არაფერი ჩამიდია… ყოველ შემთხვევაში მე ასე ვფიქრობდი და ასე ვიცოდი … სანამ ერთ დღეს ერთ ფრაზას გადავაწყდი…

და ახლო წარსულში გადავიხდე…

მიგიტოვებიათ და დაგიმთავრებიათ ურთიერთობა მაშინ როცა  ყველაფერი იმაზე უკეთესი უნდა იყოს ვიდრე აქმადე იყო…

დაგითქვამთ რომ ერთი წელი არანაირი კონტაქტი არ გექნებათ იმ ადამიანთან … ერთ კონკრეტულ დღემდე… და მერე მთელი წელი ამ დღის მოლოდინში გაგიტარებიათ… და  მთელი წელი ყელმოღრეცილი გივლიათ რომ იქნებ სადმე მაინც დავინახო … უბრალოდ დავლანდო… ყველა დათრობაზე ტკივიალმდე მოგნატრებიათ ის და ვერავისთვის ვერ გაგიზიარებიათ ეს…  და მაშინ როცა აქვე სადღაც იმავე ქალაქაშია და მარტივად შეგიძლია დამუესიჯო დაურეკო ან მიწერო და და უთხრა რომ მოგენატრა… მთელი წელი გიფიქრიათ მასზე და იმ დღეზე როცა მას ნახავთ… შეხვდებით… დალოდებიხართ ერთ წელი იმ… დღეს … და გულის ფანცქვალით მისულხართ… მის სანახავად… მისულხართ ისე რომ არ გცოდნიათ რა იქნება მერე როგორ იქნება რანაირად და ვაბშე რას მოგიტანთ ყველაფერი ეს…

და ამ ერთ წლის გასვლის და ნახვის შემდეგ გიგვრძნიათ რომ რომ ეს ერთი წელი… ჯასთ ერთ თვალიის დახამხამება იყო… და მეტი არაფერი… იმიტომ რომ ზუსტად იგივეს გრძნობთ რასაც ერთი წლის წინად გრძნობდით და ამ გიჟურ დღეებს არაფერი შეუცვლია… ოდესმე ერთი და იგივე ადამიანს სამჯერ სამუდამოდ მიუტოვებიხართ და თქვენ ამაზე არც გაბრაზებულხართ… და ის სამივეჯერ ისევ დაბრუნებულა…  თქვენთან …

ოდესმე გიგვრძნიათ რომ მთელი სამყარო თქვენს წინააღდმდეგაა… და თქვენ არ გაქვთ ძალა… შეეწინააღმდეგოთ მათ… ოდესმე ბევრჯერ დამარცხებულხართ… … ოდესმე ოდესმე დაგდგომიათ? ოდესმე ოცნება მოგიპავართ… ოდესმე ოცენებას დალოდებიხართ?

ხო მე დაველოდე … ყველაფერ ამას…გავუძელი ყველაფერი ამას და ამით დატკბობის ძალაც შემრჩა და ალბათ დავიმსახურე… თუნდაც ერთი დღით  შეგრძენება  და გრძნობა…. yes I won this fucking war…

Posted in Uncategorized. Leave a Comment »

დილა…

– გაიღვიძე…
ვიშმუშნები… და თვალს ძლივს ვახელ…
– ხო ავდგები ეხლა…როგორ ხარ?
– რავი ნორმ შენ?
– რავი უნდა გავიღვიძო ჯერ რომ მიხვდე… რომელი საათია? ასე ადრე რამ მოგიყვანა რამე ხდება?
– არაფერი just… აუ რა სულ ბარდაგი გაქ სახლში?
– აჰაა
– არ გინდა დაგილაგო?
– არა, ყავა ამიდუღე რა…
– კარებს რატომ არასდროს არ კეტავ?
– რავი მავიწყდება ხოლმე
– დურა ნუ!
ის გადის სამზარეულოსკენ,შარვალს ვიცმევ და ვდგები.. ლოჯში მაგიდასთან ვჯდები და სიგარეტს ვუკიდებ…
– აუ შაქარი არ გაქ?
– არ ვიცი.. სახარინი უნდა იდოს სადმე და ის უქენი..
– აჰა შენ შენი ყავა…მოფხიზლდი ცოტა და მომიყევი რ ხდება შენსკენ?ბევრი დრო არ მაქ ხო იცი…
– ხო შენ სულ გარბიხარ… რავი ვსო პა სტარინკამუ ნიჩივო პრიმიჩაწელნოგო…
ფანქარს ვიღებ ხელში და თაბახზე უაზრო ხაზებს ვუსვემ…რომ დუმილით გამოწვეული დისიკომფორტი მოვკლა…
– იცი მომენატრე…
– ვხვდები … აბა ისე რა მოგიყვანდა ამ ჯურღმულში 😀
– ახალი ნახატები არ გინდა მაჩვენო?
– არაფერი დამიხატია..
– რატომ? მუზები წავიდნენ?
– არა… ვერ ვხედავ ვერაფერს და აბა რა დავხატო…
– ჟალ… მიყვარს შენი ნახატები…
– ვიცი…
ისევ დუმილი… სიგარეტი… და უაზრო ხაზები ფურცელზე…
– კარგი მე წავალ…
– ok…
– მოდი მაკოცე…
მეც ვკოცნი თითქოს არაფერს ვგრძნობ… ის დგება და მიდის კარებთან ვაჩერებ…
– იცი მოგატყუე … მოგატყუე რომ ვერაფერს ვხედავ… ვხედავ, უფრო სწორად მარტო შენ გხედავ…სულ მუდამ შენ სახეს ვხედავ და მიტრიალებ თავში …. მაგრამ არ გხატავ…
– რატომ არ მხატავ?
– იმიტომ რომ ჩემი ნახატები მიყვარდება…

Posted in Uncategorized. 1 Comment »

copyright problems: Getting the Network the World, by Lawrence Lessig

ძალიან საინტერესო და სრულიად ახალი მიდგომა ინტელექტუალური სამართლის მიმართ მისი პრობლემების და ხარვეზების შესახებ

[blip.tv http://blip.tv/play/lG326zUC width=”550″ height=”442″]

http://a.blip.tv/api.swf#lG326zUC